The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ტონია

ნანა ტონია
Date of birth:4 November, 1948  (76 years)
Category:Literary scholar, Scientist, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ფილოლოგ-კლასიკოსი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1971 წელს.

1972-1982წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი; 1982-1994წწ. - ამავე უნივერსიტეტის "ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2006წწ. - კლასიკური ფილოლოგიის, კათედრის პროფესორი; 2006-2018წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2018 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი. სამეცნიერო კვლევის სფეროები: ანტიკური ლიტერატურის ისტორია; ბერძნული ცივილიზაციის ისტორია; ბერძნული მითოლოგია; ანტიკური ლირიკა; ანტიკურობა და დასავლეთ ევროპული ლიტერატურა; თარგმანის ხელოვნება; ანტიკური სამყაროს ქალთა შემოქმედება; ქალი ანტიკურ სამყაროში; თანამედროვე ლიტერატურული კონცეფციები და ანტიკურობა; ძველი ბერძნული ენა; კლასიკური ფილოლოგიის შესავალი; ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში. ჟურნალ "ფაზისის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; ორმოცდაათამდე წიგნის რედაქტორი; 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 33 წიგნი. საქართველოს ახალგაზრდული ლიტერატურის, ხელოვნების, არქიტექტურის და ჟურნალისტიკის დარგში (ძველი ბერძნული ლირიკის სფეროში შესრულებული მხატვრული თარგმანებისა და გამოკვლევებისათვის) მიღებული აქვს "ახალგაზრდული პრემია" (1982). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საფოს პოეტური სამყარო", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საფოს ფენომენი და ანტიკური ხანის ქალთა პოეზია", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.491; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: greekstudies.tsu.ge; პოეზიარ ავტორთა წარმოჩენა: facebook.com

Awards and Honors

  • 2022 - ლიტერატურული კონკურსი "მაჩაბელი" (პრემია)
  • 2019 - ლიტერატურული პრემია "საბა"
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის : 3 წიგნად / ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე .-თბილისი : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003, 2004

Bibliography


Share: