Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ იმერლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა სახანძრო სამსახურში. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ "ჩაერთო არალეგალურ ნაციონალიტურ სამხედრო-მეამბოხე ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა სამხედრო აჯანყების გზით საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, მან მიიღო დავალება, რომ ყვარლის რაიონში დაეფუძნებინა კონტრრევოლუციური მეამბოხე ორგანიზაცია". დოკუმენტში აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სოლომონ იმერლიშვილს ბრალად ედებოდა ყვარლის რაიონში უკანონო ორგანიზაციის დაარსება, ხელმძღვანელობა და მასში ხალხის ჩართვა. ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით 1942 წლის 20 სექტემბერს სოლომონ იმერლიშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.61 (dl.sangu.edu.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |