The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა ბაღდავაძე

მარიკა ბაღდავაძე
Legal name:მარიამ ბაღდავაძე
Date of birth:1963
Date of death:February, 2020  (at 57 years)
Burial location:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Civil Rights Activist

Biography

იგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში, იგი იყო არაერთი გახმაურებული აქციის ორგანიზატორი და თანამონაწილე, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე გარდამტეხის – 1981 წლის მცხეთის აქცია, 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი და სხვ. რის გამოც ორჯერ იყო გასამართლებული საბჭოთა რეჟიმის მიერ. საპატიმროებშიც განსაკუთრებული შევიწროვების პირობებში უწევდა ყოფნა. მარიკა ბაღდავაძე გამოირჩეოდა უდიდესი პრინციპულობით და შეუვალობით, მან უარი თქვა თანამდებობზე  და პოლიტიკურ კარიერაზე დამოუკიდებელ საქართველოშიც  და დარჩა როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. შეუფასებელია მისი როლი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებასა და განვითარებაში. ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი, ცნობილი დისიდენტი, "სახალხო პარტიის" მთავარი კომიტეტის წევრი,  80-იანი წლების  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი.

წყარო: სახალხო პარტიის ვებგვერდი: sakhalkho.ge; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge


Share: