Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ კოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხუთა, ხობის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1961 წელს; ასპირანტურა 1967 წელს. 1961-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1964-1970წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის ასისტენტი; 1970-1988წწ. ამავე ინსტიტუტში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას პედაგოგ-დოცენტის წოდებით; 1988-2016წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; იყო სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი; 1999-2009წწ. იყო ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტის კათედრის გამგე; 1989 წელს ქ. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, მიწვევით, კითხულობდა ლექციებს; 2002 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი; 2004-2005წწ. ქ. თბილისის მერიასთან არსებული ენერგეტიკული სამსახურის უფროსი სპეციალისტი; მისი მონაწილეობითა და თანაავტორობით დაპროექტებულია, საქართველოს ენერგეტიკის სფეროს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. მათ შორის: რუსთავის ჰესი მდ. მტკვარზე - ასპინძის რაიონში, 24 მგვტ. სიმძლავრის ხადორის ჰესი ახმეტის რაიონში; იყო "სანალია-ჩიხურის" ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის ხელმძღვანელი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების პროექტის ავტორი; 2006-2009წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული, ასევე საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომუშავე ცხრა ჰესის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1988 წელს ქ. ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 160-161 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |