შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ კოპალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვოლოდაროვკა, სოხუმის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში, ქ. თბილისის სალიანდაგო სამსახურის ინჟინრად; 1964 წლიდან გადადის ქ. გაგრაში და მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ბიჭვინთმშენის" №2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ იყო ამავე სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1967 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" №3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავისათვის, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის I რიგის გაშვებასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობაში; 1968-1970წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის გაგრის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორად; 1970 წელს კომპარტიის რაიონული კომიტეტის რეკომენდაციით გადაყვანილ იქნა ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების, საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის დირექტორის მოადგილედ ექსპლუატაციისა და მშენებლობის დარგში, სადაც მუშაობდა 1973 წლამდე; 1974 წელს გადაყვანილ იქნა ქ. გაგრის სამრეწველო კომბინატის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1976 წლამდე; 1976-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №16 სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის მშენებლობაში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის: ადმინისტრაციულ-სავაჭრო ცენტრი, საკურორტო პოლიკლინიკა, საკურორტო სასადილო 1300 ადგილზე, საზაფხულო კინოთეატრი, კურორტის ფაბრიკა-სამზარეულო, წყალსადენისა და კანალიზაციის მაგისტრალური ქსელები, სატუმბო სადგურებით და გამწმენდი ნაგებობები; ასევე სსრკ მწერალთა კავშირის შემოქმედებითი სახლი 450 ადგილზე და გაზეთ "პრავდის" გამომცემლობის დასასვენებელი სახლი 350 ადგილზე, დაბა ბიჭვინთაში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 163-164
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |