Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიპარტი კოტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1977 წელს. 1977 წელს მუშაობა დაიწყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 მოძრავ მექანიზებულ კოლონაში ოსტატ-ბრიგადირად, შემდეგ მუშაობდა მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; მე-20 საუკუნის მიწურულს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი "კავკასელექტროქსელმშენი" რეორგანიზებულ იქნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "კავკასიონად"; რეორგანიზაციის შემდეგ იგი განაგრძობს მუშაობას შპს "კავკასიონი"-ს სისტემაში; იყო საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი; დიდია მისი ღვაწლი ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სფეროს განვითარების საქმეში არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, რუსეთის ცენტრალურ რაიონებში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები 220კვ., 330კვ., 500კვ., 750კვ. და შესაბამისი ელექტროქვესადგურები ზემოაღნიშნულ რეგიონებში; არის შპს "კავკასიონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 164-165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |