The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემილ კრუპნიკი

ემილ კრუპნიკი
Date of birth:2 June, 1928
Date of death:1983  (at 54 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო მოპოვებითი საწარმოების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაცია 1951 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო კომისიის განაწილებით მუშაობდა საქართველოს ნახშირმოპოვებითი საწარმოების გაერთიანება "საქნახშირი"-ს ქ. ტყვარჩელის სამთო-მოპოვებით საწარმოო ტრესტ "ტყვარჩელნახშირი"-ს სისტემაში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისუფროსად, "ტყვარჩელშახტმშენი"-ს სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №6 სამშენებლო ტრესტში (ქ. სოხუმში), სადაც მუშაობდა №1 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1982-1983წწ. იყო ქ. სოხუმის გემთშემკეთებელი ქარხნის დირექტორის მოადგილე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 165


Share: