შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი იმერლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. გიორგი იმერლიშვილი მოსკოვის ასპირანტურაში სწავლობდა, 1939 წელს კი თბილისში გადმოვიდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასპირანტი. დაკავების დროს იყო 788-ე პოლკის უმცროსი ლეიტენანტი, მან გადაწყვიტა, რომ ჯარში სამსახური და იარაღთან სიახლოვე გამოეყენებინა არა საბჭოთა წყობილების დასაცავად, არამედ საქართველოს გადასარჩენად და სამშობლოსათვის ნგრევისა და მსხვერპლის თავის ასარიდებლად. წინააღმდეგობის ჯგუფის შექმნის იდეა გიორგი იმერლიშვილს გაუჩნდა, შეთქმულების იდეური ხელმძღვანელი კოტე ხიმშიაშვილი გახდა, შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი კი – კოტე ჯოგლიძე. გიორგი იმერლიშვილმა შეთქმულების მონაწილეებს სამშობლოს გადარჩენის გეგმა გაუზიარა. საბჭოთა არმიის დამარცხების შემთხვევაში გერმანელებისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ და მათთან მოლაპარაკება გაემართათ. გიორგი იმერლიშვილს სჯეროდა, რომ როცა გერმანელები საქართველოში შემოვიდოდნენ, მათ გრიგოლ რობაქიძე და ზურაბ ავალიშვილი – ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო ფიგურები – შემოჰყვებოდნენ. შეთქმულთა აზრით, ისინი იყვნენ ქართული სახელმწიფოს მეთაურობის საუკეთესო კანდიდატები. როგორც ჩანს, ეს გიორგი იმერლიშვილისა და შეთქმულთა ვარაუდი და სურვილი იყო, თუმცა საქართველოში გერმანიის შემოსვლის შემდეგ ეს ვარაუდი გამართლდებოდა თუ არა, არავინ იცოდა. გიორგი იმერლიშვილი ქ. კიროვაბადში (დღევან. ქ. განჯაში) დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში იყო გაგზავნილი. ჯარში გაწვევის შემდეგ იქ კოტე ხიმშიაშვილიც მოხვდა. ძიების მასალებში დაცულია შემდეგი ინფორმაცია: ჯარში გაწვევის შემდეგ კიროვაბადის სამხედრო ნაწილში ჰიტლერულ გერმანიასთან ომის დაწყების პერიოდის პირველ თვეებში მობილიზაციით 35-ე და 83-ე სათადარიგო მსროლელ პოლკში ანტისაბჭოურად განწყობილმა ელემენტებმა შეაღწიეს. ავჭალის 35-ე სპეციალური დანაყოფი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაჯგუფება ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდნენ. აღნიშნული არალეგალური სამხედრო-მეამბოხე ორგანიზაცია აპირებდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ გერმანელები აიღებდნენ მოსკოვს და გამოაცხადებდნენ გერმანიის პროტექტორატის ქვეშ საქართველოს დამოუკიდებლობას. გიორგი იმერლიშვილის მიერ ფრონტიდან გამოგზავნილ ყველა წერილს საბჭოთა სპეცსამსახურები საგანგებოდ ხსნიდნენ და ამოწმებდნენ, მალე მისი კვალი გაქრა, და ძებნაც გამოცხადდა. თბილისის მოლოტოვის რაიონის სამხედრო კომისარიატიდან ოჯახს შეატყობინეს, რომ 1942 წლის თებერვალში გიორგი იმერლიშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სინამდვილეში სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გიორგი იმერლიშვილი ფრონტის წინა ხაზიდან თბილისში გადაიყვანეს. გზაში გიორგიმ გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. თბილისში იგი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ციხეში მოათავსეს. 1942 წლის 27 იანვარს მან გამომძიებელს პირველი ჩვენება მისცა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ გიორგი იმერლიშვილმა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა და გააწევრიანა სამხედრო და სამოქალაქო პირები. მისი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან გამოიყენა ქვეყანაში არსებული დაძაბული მდგომარეობა და სურდა, შეიარაღებული ამბოხების გზით დაემხო საბჭოთა ხელისუფლება. მისი თანამოაზრეები იყვნენ ავჭალაში განლაგებული 35-ე სათადარიგო პოლკიდან: 1942 წლის 20 სექტემბერს გიორგი იმერლიშვილს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. ეს ამბავი ოჯახმა 1990 წელს პრესიდან შეიტყო. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.33 (dl.sangu.edu.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |