The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თურმან შანშიაშვილი

თურმან შანშიაშვილი
Date of birth:1914
Date of death:1942  (at 28 years)
Category:Translator, Philologist

Biography

თურმან შანშიაშვილი იყო გერმანული ენის სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტანტინე კაპანელის ასპირანტი; მუშაობდა ჟურნალ "ოქტომბრელის" გამომცემლობაში; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო კავკასიის ფრონტის დაზვერვის შტაბის თარჯიმანი. საგამოძიემო მასალების მიხედვით, იგი კოტე ჯოგლიძის დავალებით, ცდილობდა რადიოკავშირით გერმანელებთან კონტაქტი დაემყარებინა; დადგენილება თურმან შანშიაშვილის დაპატიმრების თაობაზე დათარიღებულია 1942 წლის 23 იანვარს. მოპოვებული ინფორმაციით, თურმან შანშიაშვილი გადაბირებული იქნა კონტრრევოლუციურ-ფაშისტურ ორგანიზაციაში და ეწეოდა არალეგალურ მუშაობას. საგამოძიებო საქმის  მიხედვით, თურმან შანშიაშვილი მხილებული იყო, როგორც არალეგალური კონტრრევოლუციურ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომწყობი. გადაბირებული იყო 1941 წელს თავისი მეგობრის, კონსტანტინე ჯოგლიძის მიერ, მისი დავალებით კავკასიის შტაბის მუშაობის შესახებ გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას და ცნობებს, რომლებსაც ღებულობდა უცხოური რადიომაუწყებლობიდან ასევე თავისი მეგობრის, ბრალდებულ გიორგი ახობაძის დახმარებით, რომელიც ასევე იყო არალეგალური ორგანიზაციის წევრი. 1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა თურმან შანშიაშვილს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. 

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.39 (dl.sangu.edu.ge)


Share: