The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ იმერლიშვილი

Date of birth:1913
Date of death:1942  (at 29 years)
Category:Agricultural Worker

Biography

მიხეილ იმერლიშვილი იყო უმაღლესი განათლებით, მობილიზაციამდე მუშაობდა აგრონომად; 1941 წლის 25 აგვისტოდან მსახურობდა წითელი არმიის რიგებში; დადგენილება მიხეილ იმერლიშვილისთვის ბრალის წარდგენის შესახებ დათარიღებულია 1942 წლის 28 თებერვლით; საგამოძიებო საქმის მიხედვით, მიხეილ იასონის ძე იმერლიშვილი 1941 წელს მობილიზაციით წითელი არმიის რიგებში გაიწვიეს მაშინ, როცა გერმანიის ჯარები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ის ჩაერთო კონტრრევოლუციურ-ნაციონალისტურ სამხედრო-მეამბოხე ორგანიზაციაში, რომლის მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების გზით ებრძოლათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. 1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა  მიხეილ იმერლიშვილს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. 

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.62 (dl.sangu.edu.ge)


Share: