The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კაციტაძე

დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1942  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

მიხეილ კაციტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენებს ასწავლიდა, იყო კურსანტთა სკოლის უმცროსი ლეიტენანტი. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ანტისაბჭოურად განწყობილი ჯგუფის წევრი იყო. უნივერსიტეტის ჯგუფს ავჭალის ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი. დადგენილება მიხეილ კაციტაძის დაპატიმრების შესახებ 1942 წლის 5 მარტით არის დათრიღებული. საგამოძიებო საქმის მიხედვით, "მიხეილ ილიას ძე კაციტაძე საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად იყო განწყობილი, ჯერ კიდევ 1938 წელს იგი შეუერთდა ანტისაბჭოთა ნაციონალისტურ-სტუდენტურ დაჯგუფებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გერმანიასთან ომის დროს თავის ამხანაგებთან, ზურაბ მისაბიშვილთან და გიორგი ახობაძესთან ერთად ჩაერთნენ თბილისის კონტრრევოლუციურ ფაშისტურ-მეამბოხე ორგანიზაციაში და მიზნად დაისახეს, აღედგინათ "დამოუკიდებელი საქართველო" და საბჭოთა ხელისუფლება დაემხოთ შეიარაღებული აჯანყების გზით. სისტემატურად იკრიბებოდნენ ზურაბ მისაბიშვილის ბინაში. ამ უკანონო შეკრებების დროს ხდებოდა ამ ორგანიზაციაში ახალი წევრების ჩართვაც. გარდა ამისა, მიხეილ კაციტაძემ დაამყარა კონტაქტი სამხედრო-მეამბოხურ ავჭალის ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ შალვა შავიანიძე და თურმან შანშიაშვილი. ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, 1942 წლის 20 სექტემბერს მიხეილ კაციტაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. 

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.64 (dl.sangu.edu.ge)


გააზიარე: