The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჩიხლაძე

ნინო ჩიხლაძე
Date of birth:24 February, 1958  (66 years)
Category:Literary scholar, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენა, ლიტერატურა, უცხო ენა (ინგლისური) 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, კლასიკური ფილოლოგია 1987 წელს.

1984-1993წწ. - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრა, მასწავლებელი; 1993-2004წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრა, დოცენტი; 2011 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის კოორდინატორი; 2004-2011წწ. -  ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დეკანი; 2004 წლიდან -  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი, პროფესორი. 2012 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის  "მოამბე" რედკოლეგიის წევრი; 2010 წლიდან - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "ენა როგორც კულტურათაშორისი მედიატორი" მასალების (კრებულის) მთავარი რედაქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნულ-რომაულ ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2003-2012წწ. -  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი; 2008-2014წწ. - ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის სამეცნიერო ჟურნალის "ენა და კულტურა" რედკოლეგიის წევრი; 2007-2014წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის "ქართველური მემკვიდრეობა" რედკოლეგიის წევრი; სამეცნიერო შრომების და მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რუსული ენათმეცნიერების კლასიკური პერიოდის წინარე ტექსტლინგვისტური იდეები: (XIX ს-ის ბოლო-XX ს-ის პირველი მესამედი)", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამაძონობის მოტივი ანტიკურ ლიტერატურაში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.502; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

Bibliography


Share: