შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიანა ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტში", სამრეწველო ნაგებობათა პროექტირების განყოფილებაში არქიტექტორად; 1964 წელს სამუშაოდ გადავიდა კავშირგაბმულობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გიპროსვიაზის" თბილისის ფილიალში არქიტექტორად; 1966 წლიდან სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" ჯერ უფროს არქიტექტორად, 1968 წლიდან ჯგუფის ხელმძღვანელად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა კავშირგაბმულობის სფეროსა და კვების მრეწველობის დარგის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის სამშენებლო პროექტი, მათ შორის: ყველისა და კარაქის ქარხანა ქ. გორლოვკაში (უკრაინა), კვების მრეწველობის კომბინატი ქ. თბილისში, ხილის წვენების ქარხანა და ადმინისტრაციული შენობა ქ. ქუთაისში, ღვინის ქარხანა დ. წნორში, ზეთის ქარხანა დ. ბელაქანში, ჩაის ფაბრიკა ქ. სამტრედიაში, ჩაის გადამწონი და დამფასოებელი ფაბრიკა ქ. უფაში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქ. გორში, სპირტსაცავი, საპნისა და ზეთის ქარხნები ქ. თბილისში, შაქრის ქარხანა დ. აგარაში და სხვა; აქტიურად იყო ჩართული იმერეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულების პროგრამაში, მათ გამოკვლევისა და პროექტების შედგენის განხრით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |