შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცეზარ ლოთიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1960-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით; სწავლა გააგრძელა მოსკოვის საინჟინრო გეოდეზიის, აეროფოტოგადაღებისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოდეზისტის კვალიფიკაცია; 1967-1970წწ. მუშაობდა სსრკ ნავთობის მრეწველობის სამინისტროს, საძიებო ექსპედიციის ინჟინერ-ტოპოგრაფად, უფროს ინჟინერ გეოდეზისტად, საძიებო პარტიის უფროსად; 1970-1976წწ. იყო სსრკ ნავთობის მრეწველობის სამინისტროს საძიებო ექსპედიციის უფროსი; 1976 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1977-1983წწ. წყალტუბოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული საპროექტო ბიუროს უფროსად; 1983-1985წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო რაზმ "ხიდმშენი-108"-ს მთავარი ინჟინერ-გეოდეზისტი; 1985-2001წწ. მუშაობდა შპს "კომუნპროექტი"-ს ინჟინერ-დამპროექტებლად; 2001-2004წწ. ქუთაისის "SOS ბავშვთა სოფელი"-ს მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 2005-2006წწ. იყო შპს "იმერეთმშენი"-ს ტექნიკური დირექტორი; 2006-2007წწ. შპს "ჰარმონია-92"-ის ტექნიკური დირექტორი; 2007-2009წწ. მუშაობდა შპს "ბიზნეს-კომფორტი"-ს მთავარ ინჟინრად; 2010 წელს შპს "RDI"-ს, "ზუგდიდი-მესტიის" საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოთა კოორდინატორად; 2010-2014წწ. მუშაობდა შპს "კომუნპროექტი"-ს ინჟინერ-დამპროექტებლად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ყაზახეთში საძიებო პარტიის უფროსად მუშაობის პერიოდში, აღმოჩენილ იქნა ნავთობის საბადოები: "დემირ-ბაბა", "ბუზაჩი", "ჩუკუროი" და მიწისქვეშა მტკნარი წყლის ტბა "ტიუ-სუ"; ასევე მისი უშუალო მონაწილეობით დაპროექტებულ და აშენებულ იქნა კომუნალური სფეროს, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურული დანიშნულების არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი; თანამშრომლობდა, როგორც მიწვეული ექსპერტი სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებთან; არის 20-მდე სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი; აკადემიკოს ვ. პ. ალექსეევ-შემიაკინთან ერთად გამოცემუი ჰქონდა სამი სახელმძღვანელო სამარქშეიდერო საქმესა და გეოდეზიაში (1971-1975); ახალგაზრდობის წლებში მისდევდა სპორტს; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 167-168 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |