შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფ საპროექტო ბიუროში; 1963 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და გადაყვანილ იქნა ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1981-1993წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ტექნოლოგიურ-საპროექტო ინსტიტუტ "ორგენენერგომშენი"-ს თბილისის ფილიალის განყოფილების გამგედ; 1986-1989წწ. მივლინებით მუშაობდა საზღვარგარეთ, ეთიოპიის რესპუბლიკაში, "გალკა-ვაკანეს" ჰიდროკომპლექსის მშენებლობაზე, ტექნიკური ინსპექციის უფროსად; მონაწილეობდა ენგურის ჰესების კასკადის სადერივაციო გვირაბის ახალი კონსტრუქციის შექმნაში და მის პრაქტიკულ დანერგვაში; ჩართული იყო ენგურის ჰესების კასკადის მაღლივი თაღოვანი კაშხლის მშენებლობაზე ბეტონის კონვეიერული მიწოდების პროექტირებაში; ასევე "ხუდონჰესის" ასაწყობ-დაშლადი ვანტური ხიდის დამუშავებაში; აღსანიშნავია მისი წვლილი ქ. სანკტ-პეტერბურგის წყალდიდობისგან დამცავი დამბის პროექტირებაში და ბულგარეთში "კოზლოლუის" ატომური სადგურის დამცავი გარსის მაღალი სიმტკიცის ტროსების მოწყობილობის დაპროექტებაში; ავტორია 16 სამეცნიერო სტატიისა და 8 გამოგონების; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 168-169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |