The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ლოლაშვილი

ირაკლი ლოლაშვილი
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1955  (69 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1977 წელს.

1977-1978წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში არქიტექტორად; 1979 წლიდან სწავლობდა ქ. მოსკოვის ქალაქგეგმარების ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში, შემდეგ კი მუშაობდა ქ. მოსკოვის გენგეგმის ინსტიტუტში; 1987-1990წწ. იყო მ. გორბაჩოვის ფონდის საგამომცემლო ცენტრის მთავარი დიზაინერი; 1997-2005წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, მთავარ არქიტექტორად; 2005-2015წწ. მუშაობდა არქიტექტურული ფირმის ხელმძღვანელად ქ. იალტაში; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი; არის 12 მსხვილი ქალაქის გენგეგმისა და ცენტრების დეტალური დაგეგმარების პროექტების ავტორი და თანაავტორი, 50-მდე არქიტექტურული პროექტის ავტორი; 75-მდე სამეცნიერო და პოპულარული სტატიის ავტორი; იყო 15 საერთაშორისო გამოფენის მთავარი დიზაინერი, მათ შორის: გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთში, იაპონიაში და არგენტინაში; მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 169-170


გააზიარე: