The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაილი ლონდარიძე

ნაილი ლონდარიძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი, სამრეწველო საწარმოთა და ქალაქების ელექტრომომარაგების სპეციალობით 1972 წელს.

1972 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), სადაც მუშაობდა 2000 წლამდე, ელექტროტექნიკური განყოფილების ინჟინერ-დამპროექტებლად, განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2000 წლიდან მუშაობს ასოციაცია "ატუ"-ში პროექტის მთავარ სპეციალისტად; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სპორტული, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტების ელექტროტექნიკური ნაწილი, მათ შორის: მრავალსართულიანი (16-18 სართუიანი) კარკასულ-პანელოვანი საცხოვრებელი სახლების თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, სოჭში, ადლერში, ნევინომინსკში, კემეროვოში, ორენბურგში და მურმანსკში; საქართველოს წარმომადგენლობის (შემდეგ საელჩოს) სასტუმრო ქ. მოსკოვში, ბიზნესცენტრის სოლოლაკის ხეივანში, ბოტანიკის ინსტიტუტის ქ. თბილისში, ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრის, რუსთაველის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრების, ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქცია ქ. თბილისში, საკონცერტო დარბაზის დაბა შეკვეთილში, ბავშვთა პარკ "ციცინათელა"-ს  დაბა ურეკში, დელფინარიუმის რეკონსტრუქციია ქ. ბათუმში, "დიდველის" სათხილამურო კომპლექსის დ. ბაკურიანში, სარაგბო კომპლექსები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და ფოთში; ფრენბურთის, ტანვარჯიშისა და საწყლოსნო კომპლექსების ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 171


გააზიარე: