შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინდირა ძაგანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის კვალიფიკაციით 1988 წელს. 1988-1993წწ. - სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი; 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, დოცენტი; 2006 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან - საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "კულტურათაშორისი კომუნიკაციები", მთავარი რედაქტორი; 2010-2012წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი; 2012 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი. 2014 წლიდან - სამეცნიერო ჟურნალ "HETERO Glossia" (პოლონეთი) რედკოლეგიის წევრი; 2011 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტების გაერთიანებული საბჭოს წევრი; ამავე წლიდან - მშვიდობის ელჩი. 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის მონაწილე. 4 მონოგრაფიისა და 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია ანა ახმატოვას პოეზიის მაგალითზე", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოეტური მეტყველების ლინგვისტიკა და ფუნქციონალური სტილები", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.506; ვებ-გვერდი: dzagania.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |