შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ჭილაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1978 წელს. 1977-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 1997-2005წწ. - ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; 2005 წლიდან - ასოცირებული პროფესორი. 2008-2009წწ. - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის "საქართველოს დიდი ათეულის" მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, ექსპერტი; 2002-2005წწ. - ნიუ-იორკის არაძალადობრივი კომუნიკაციის ცენტრისა და მე-20 საშუალო სკოლის ერთობლივი პროექტის - "Nonvailent Communication" 3 ტრეინინგში (სრული კურსი) მონაწილე; 2015 წლიდან - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჟურნალ "კულტურა პლუს"-ის რედაქტორი, გამომცემელი; 2016 წლიდან - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; 2017 წლიდან - "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი", ჟიურის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიტერატურული გმირის პრობლემა (ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის შემოქმედების მიხედვით)", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ავტორი და სინამდვილის მხატვრული ათვისების პრობლემები", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.508; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |