The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ხალვაში

რამაზ ხალვაში
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

განათლების მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1995-2000წწ. – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1996-1998წწ. – გაზეთ "რეზონანსის" აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი; 2001-2006წწ. –  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 2003-2006წწ. – ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 2004 წლიდან - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (ქართველოლოგიის კვლევითი ცენტრი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2013წწ. - ამავე უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან – სრული პროფესორი; 2006 წლიდან - ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - ლიტერატურის თეორიისა და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. – აკადემიური საბჭოს წევრი; 2007 წლიდან - ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; 2013 წლიდან - ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის შრომათა კრებულის "ფილოლოგიური მაცნის" მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან - დიგიტალური ჰუმანიტარიის დამატებითი საბაკალავრო (minor) პროგრამის ხელმძღვანელი; 2016 წლიდან - დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრის ხელმძღვანელი; 2018 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ინტერესების სფეროძველი ქართული ლიტერატურის ისტორია; ლიტერატურათმცოდნეობა; ტექსტოლოგია; დიგიტალური ჰუმანიტარია; ენებისა და კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალური დოკუმენტირება. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტბელ აბუსერისძის "სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი" და ქართული ლიტერატურული ტრადიცია", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტბელ აბუსერიძის ცხოვრება და შემოქმედება", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.509; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    კლარჯეთი : მონოგრაფია / ავტორები: მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე [და სხვ.] .- ბათუმი, 2016 : გამ-ბა "სამშობლო" .-1089გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: