შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალისტრო ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის რაიონი. 1900 წელს მუშაობდა ზუგდიდში ტრიფონ თოხაძის სტამბაში, 1901 წლიდან გადავიდა თბილისში მ. შარაძის სტამბაში ასოთამწყობად. 1904 წლიდან მუშათა ყოფა-ცხოვრებაზე წერდა და აქვეყნებდა წერილებს, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული იყო სამჯერ; 1906 წელს გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც 1907 წელს გამოიქცა და სამი წლის განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდა. 1909 წელს ისევ დააპატიმრეს, ოთხი წელი მეტეხის ციხეში იჯდა საკატორღო წესით. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მბეჭდავთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, იყო ასევე გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე. 1926 წელს მიიწვიეს გაზეთ "მუშის" რედაქციაში განყოფილების გამგედ; 1922 წელს დაიწყო მუშაობა თბილსაბჭოში საფინანო-საგადასახადო მიმართულებით. 1930-1931 წლებში დაამთავრა მოსკოვის ცენტრალური უმაღლესი საფინანსო კურსები და მუშაობდა გადასახდთა ინსპექტორის თანამდებობაზე. 1931 წელს დაინიშნა თბილისის ს. ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს საფინანსო განყოფილების გამგედ, 1934 წელს იმავე თანამდებობაზე თბილისის ლენინის რაიონში. 1937 წლიდან იყო "სამტრესტის" თელავის განყოფილების დირექტორი. 1939-1942 წლებში მუშაობდა "საბლიტგამში" (საქართველოს სსრ განსახკომის საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურული გამომცემლობა) საწარმოო განყოფილების გამგის და ტექრედაქტორის თანამდებობაზე; 1942-1943 წლებში მუშაობდა საქართველოს შამპანური ღვინოების კომბინატში დამზადების ინსპექტორის თანამდებობაზე; 1943 წლიდან კი ამავე კომბინატის საჩხერის შამპანური ღვინოების ქარხანათა მმართველობის დირექტორის თანამდებობაზე; 1946 წლიდან სამედიცინო გამომცემლობის სტამბაში დირექტორის თანამდებობაზე. ალისტრო ვადაჭკორია ეკუთვნის სტამბის მუშების იმ პროლეტარულ წრეს, რომელსაც სტალინი 1899-1900 წლებში თბილისში ხელმძღვანელობდა. 1925-1928 წლებში ალისტრო ვადაჭკორია იყო კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა ჟურნალ "ახალი გზის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, გამოცემის ხელმძღვანელი და აქტიური თანამშრომელი; თანამშრომლობდა სხვა გაზეთებშიც. რევოლუციონერი, პროფესიული პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |