The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ საბაშვილი

Date of birth:1918
Date of death:1942  (at 24 years)
Category:Philologist

Biography

მიხეილ საბაშვილი ჯერ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორექტორი. 1938 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანტისაბჭოთა სტუდენტური დაჯგუფების წევრი. ომის დაწყებისას მიხეილ საბაშვილი თავისი ამხანაგის, გიორგი ახობაძის დახმარებით ჩაება არალეგალურ კონტრრევოლუციურ-ფაშისტურ მეამბოხე ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. იგი ესწრებოდა ამ ფორმირების არალეგალურ შეკრებებს, რომლებიც ტარდებოდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ზურაბ მისაბიშვილის ბინაში. მიხეილ საბაშვილს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. აღნიშნული განაჩენი ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გამოიტანა 1942 წლის 20 სექტემბერს. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. 

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.74 (dl.sangu.edu.ge)


Share: