შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ხახუტაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრაზე. საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: თარგმანმცოდნეობა, რუსული ენის სწავლების მეთოდიკა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001), აკადემიური მკვლევარი (2019). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ლექსიკა რუსულ ლექსიკოგრაფიაში", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის ენის სტრუქტურული და სემანტიკური თავისებურებები", დაიცვა 1998 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.510; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი": spekali.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |