შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა – თურქული ენა და ლიტერატურა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობა – მუსიკათმცოდნე - 1971 წელს; ასპირანტურის კურსი სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრაზე - 1972 წელს. 1973-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზოგადი ენათმეცნიერების კათედრასთან არსებული ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2004წწ. - ამავე უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2004-2006წწ. - თურქოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 1976-1995წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ტიპოლოგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2006წწ. - ამავე ინსტიტუტის ტიპოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-2011წწ. - ტიპოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011-2017წწ. - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "თესაურუსის" კომიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2011წწ. - აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1996-2006წწ. - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2004 წელს - საერთაშორისო ფორუმის - გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი - აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; 2006-2011წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე; სამეცნიერო შრომების ავტორი. იყო გრაფინია მ. დოენჰოფის (გერმანია) სტიპენდიატი (1999), 2009 - შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატი (2009); თურქული სამყაროს კვლევაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიღებული აქვს თურქი მწერლებისა და ხელოვანთა ასოციაციის ჯილდო (1999). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000). სადოქტორო დისერტაციის თემა - "თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიკონში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.513; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: library.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |