Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჯოლოგუა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1991 წლიდან მუშაობს თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის (2016 წლიდან - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრად. კვლევის ძირითადი სფეროები: მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკა, ლიტერატურა, საზოგადოებრივი აზრის ისტორია. ავტორია 70-მდე სამეცნიერო სტატიის, 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი. XIX საუკუნის საქართველოში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ერთ-ერთი ბიოგრაფი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიმიტრი ყიფიანის ჟურნალისტური მოღვაწეობა", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიმიტრი ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო, სალიტერატურო და ჟურნალისტური მოღვაწეობა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.514; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |