The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლორთქიფანიძე

გიორგი ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა დაუსწრებლად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1965 წელს.

შრომითი საქმიანობა ადრეულ ასაკში დაიწყო; 1956-1960წწ. მუშაობდა კომბაინის მემანქანედ, საკონსერვო ქარხნის მშენებლობაზე მუშად; 1961-1965წწ. სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე ბრიგადირად, ათისთავად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1969წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" №14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1974 წელს ტრესტის მმართველად; 1975 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №12 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1978 წელს იმავე სამინისტროს ქ. გორის სახლმშენებელი კომბინატის უფროსად; ასევე იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №9 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1980 წელს დაწინაურებულ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უფროსის მოადგილედ; 1994 წელს სამუშაოდ გადადის ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელად ბინათმშენებლობის სფეროში; 2006 წლიდან ეწეოდა სამწერლო შემოქმედებით მოღვაწეობას; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, საქართველოს მასშტაბით აშენდა არაერთი ენერგეტიკული, სამრეწველო, საზოგადოებრივი, კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი და ათიათასობით კვ.მ. საცხოვრებელი სახლები თბილისში, გორში, ბორჯომში და ასევე ქ. მოსკოვში; გამოცემული აქვს რომანი "ჟამი ღირსების აღზევებისა", ოთხ ტომად ოჯახისა და პირადი ცხოვრების ისტორიიდან; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულია სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 171-172; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2016-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: