Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ზუბალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, სადაც ინჟინრის ხარისხი მიანიჭეს. პეტრე ძმებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში, პეტრესა და მისი ძმების მიერ მნიშვნელოვანი იყო ქართველი სტუდენტებისათვის ყოველწლიურად გაღებული სასტიპენდიო თანხა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1908 წლიდან დააარსა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია. ამ საქმიანობისთვის ძმები საზოგადოების გამგეობას ყოველწლიურად ურიცხავდნენ სოლიდურ თანხებს, რომელსაც საზოგადოება ანაწილებდა თავისი შეხედულებისამებრ. აღსანიშნავია, რომ გარდა ძმების სასტიპენდიო თანხისა, პეტრე ფინანსურად ეხმარებოდა უმაღლესი განათლების მიღების მსურველ სხვა ახალგაზრდებსაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი სასტუმრო "ლონდონი" სამხედრო ლაზარეთისთვის და 20 ათასი მანეთი (ოქროთი) გაიღო მის მოსაწყობად. საგულისხმოა, რომ პეტრე და მისი ძმები აგრძელებდნენ მამის მიერ დაწყებულ კომერციულ საქმიანობასა და ქველმოქმედებას. ერთნაირად ზრუნავდნენ ეროვნულ-საზოგადოებრივ წამოწყებებზე, საქველმოქმედო შემოწირულობებსაც თანაბრად გასცემდნენ და სწორედ ამის გამო იყო, რომ ძმებს თანამედროვენი მოიხსენიებდნენ "ძმები ზუბალაშვილების" სახელით, მიუხედავდ იმისა, რომ მათ ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა დროს. დაკრძალული იყო სოლოლაკში, საგვარეულო სასაფლაოზე მშობლებისა და ძმის - სტეფანეს გვერდით. პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საქართველოს გადასცეს ზუბალაშვილების საოჯახო არქივი, რომელშიც უამრავი დოკუმენტი და დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტოსურათებია დაცული. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.154-158 (dspace.nplg.gov.ge); ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.228 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |