The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ მაისურაძე

ნუგზარ მაისურაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1966 წელს.

1967-1969წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჯინერ-კონსტრუქტორად; 1970-1981წწ. საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს საპროექტო ბიუროში მთავარ კონსტრუქტორად; 1982 წლიდან იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიეპი"), ჯერ პროექტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ კი საპროექტო სახელოსნოს მთავარი კონსტრუქტორი; 2000-2005წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია შპს "დელტაპროექტი-2000"-ის მთავარ კონსტრუქტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი ტურისტული მომსახურების სფეროსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის პროექტი. მათ შორის: ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების ბორჯომში, გუდაურში, დ. ბაკურიანში, ახალ ათონში, შოვში და ჯავაში; აგრეთვე ტურისტული ბაზების ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და შუა აზიის რესპუბლიკებში - თურქმენეთში, უზბეკეთში და ყირგიზეთში; მონწილეობდა არაერთი ტიპური პროექტის დამუშავებაში საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების შენობებისთვის, ასევე პროექტირებაში დასასვენებელი პანსიონატების ქ. სოჭის ზონის დ. ლოოში და ქ. კუიბიშევში (ამჟამად ქ. სამარა), მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონის ქ. თბილისში, ბათუმის, ფოთისა და დ. ურეკის რკინიგზის ვაგზლების და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის "მადლობის სიგელი", ასევე სხვადასხვა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 178


გააზიარე: