The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

იოსებ ზუბალაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მასალები არ არის შემონახული. იგი ახალგაზრდობიდანვე წასულა ევროპაში, იქვე დაოჯახებულა და სამუდამო საცხოვრებლადაც უცხოეთი აურჩევია. თანამედროვენი იოსებს ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ, კეთილშობილ და პატიოსნებით აღსავსე ქართველს (ზ. ჭიჭინაძე). იოსებ ზუბალაშვილი საქართველოში ყოფნისას თბილისის აბოვიანის პანსიონში პედაგოგად მუშაობდა. დედაქალაქის საზოგადოება აფასებდა მის საქმიანობას, განათლებულობასა და ევროპული ენების ცოდნას. იოსებ ზუბალაშვილმა "ცისკრის" რედაქტორის, ივანე კერესელიძის თხოვნით, 1859 წელს დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილ შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა. მკვლევართა აზრით, ზუბალაშვილესეულ ამ მიმოხილვას, რომელიც ჟურნალ "ცისკრის" იმავე წლის №6 ნომერში დაიბეჭდა, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული შექსპიროლოგიისათვის, კონკრეტულად კი იოსებ ზუბალაშვილი შეიძლება ჩაითვალოს შექსპირის პირველ ქართველ კომენტატორად (ვ. სიდამონიძე). იოსებ ზუბალაშვილი გარდაიცვალა ვენაში. (იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი).

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.63-64 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1879-1899)

გააზიარე: