შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი. მერაბ ზუბალაშვილი დაბადებული უნდა იყოს 1698 ან 1700 წელს ხიზაბავრაში, შემდეგ საცხოვრებლად გადასულა გორში და XVIII საუკუნის შუახანებიდან გორის ერთ-ერთი წარჩინებული პირი გამხდარა; იყო კარგი მეტყველი, ჭკვიანი და განათლებული; მას მთელს ქართლში ყველა პატივს სცემდა. როცა გორში მობრძანდებოდნენ მეფე ერეკლე და მისი შვილები, მათთან ყოველთვის იწვევდნენ მერაბსაც; ერთი ასეთი სტუმრობის დროს მერაბმა კათოლიკე მრევლის სახელით მეფეს სთხოვა: "ბატონო მეფევ, წყალობა გვიყავით და გორის ეკლესია დაგვიბრუნეთ, რომ ვილოცოთ ჩვენი სულისათვის და თქვენი მეფობის გაძლიერებისათვის",- მეფე ერეკლემ მოხუცს აუსრულა თხოვნა, გორელებს დაუბრუნეს საკუთარი ეკლესია (თავის ნივთებიანად) და თეიმურაზის დროს განდევნილ პატრებსაც ოფიციალურად დართეს ნება წირვა-ლოცვის აღსავლენად. წყაროებით ცნობილია, რომ გორის კათოლიკენი თავიდანვე გამორჩეული ყოფილან გაჭირვებულთა შემწეობით. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ მეფე ერეკლე, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, დიდად აფასებდა ვაჭარ-ხელოსნებისა და მოქალაქეების საქმიანობას; დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ჭკვიანი და საქმიანი სოციალური ფენა ქვეყნის მომავლის ძირითადი ძალა გახდებოდა, სწორედ ამით იყო განპირობებული მეფის სიახლოვე და პატივისცემა ანდრია, მერაბ და ივანე ზუბალაშვილების ოჯახებთან. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.37-38 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |