Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ფირანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1977 წელს. 1968-1971წწ. სწავლობდა თბილისის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდიაში. 1977-1979წწ. მუშაობდა სნოს საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1980-1985წწ. იყო ყაზბეგის რაიონის ბუნების დაცვის უფროსი; 1984 წლიდან სოფელ სნოში დაიწყო ქანდაკებების მუდმივი გამოფენა ღია ცის ქვეშ, რომელიც დღემდე გრძელდება. დადგმული აქვს შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას გრანიტის ქვაში გამოკვეთილი პორტრეტები. მასვე ეკუთვნის ვეფხვი და მოყმის, შიოლა ღუდუშაურის, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის, გიორგი სააკაძის, არწივის ქანდაკებები. ახლახანს დაასრულა მუშაობა კვარცის ქვაში გამოსახული მაცხოვრის ქანდაკებაზე. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: წლის საუკეთესო მხატვარის წოდება და სერაფიტას პრიზი, საქართველოს ბუნების დაცვის ოქროს მედალი. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.244 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |