შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნონა კუპრეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოჭი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. მუშაობდა უფროს და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისისა და გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმებში. 1991 წლიდან მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის შემსწავლელ განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2013 წელს გამოიცა მისი კრიტიკული სტატიებისა და სამეცნიერო წერილების კრებული "სიტყვის დეგუსტაცია", რომელიც ლიტერატურული პრემიის "საბას" ფინალისტი გახდა. 2015 წელს გამომცემლობა "არტანუჯის" მხარდაჭერით და მისივე რედაქტორობით გამოიცა ვახტანგ კოტეტიშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილების 560 გვერდიანი კრებული. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ლიტერატურულ ჟურნალებთან და გაზეთებთან (განსაკუთრებით "ჩვენი მწერლობა", "არილი", "ლიტერატურული გაზეთი"), სადაც აქვეყნებდა სტატიებს მიმდინარე ლიტერატურული პროცესების შესახებ. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული მხატვრული პროზა 1924-1929 წლების ჟურნალ "მნათობში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.238 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |