The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნონა კუპრეიშვილი

ნონა კუპრეიშვილი
Date of birth:29 October, 1952  (72 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოჭი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

მუშაობდა უფროს და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისისა და გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმებში. 1991 წლიდან მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის შემსწავლელ განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2013 წელს გამოიცა მისი კრიტიკული სტატიებისა და სამეცნიერო წერილების კრებული "სიტყვის დეგუსტაცია", რომელიც ლიტერატურული პრემიის "საბას" ფინალისტი გახდა. 2015 წელს გამომცემლობა "არტანუჯის" მხარდაჭერით და მისივე რედაქტორობით გამოიცა ვახტანგ კოტეტიშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილების 560 გვერდიანი კრებული. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ლიტერატურულ ჟურნალებთან და გაზეთებთან (განსაკუთრებით "ჩვენი მწერლობა", "არილი", "ლიტერატურული გაზეთი"), სადაც აქვეყნებდა სტატიებს მიმდინარე ლიტერატურული პროცესების შესახებ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული მხატვრული პროზა 1924-1929 წლების ჟურნალ "მნათობში", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.238

Awards and Honors

  • 2017 - პრემია "საგურამო"

Share: