შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგი გარაყანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეთნოლოგიის სპეციალობით 2005 წელს. იყო თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძართან არსებული ეთნოკულტურის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ "მთიებისა" და ლურჯ მონასტერთან არსებული საყმაწვილო ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული სტუდიის "ამერ–იმერის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999 წლიდან ატარებდა ლექციებსა და ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასებს საფრანგეთის, ინგლისის, შოტლანდიის, უელსის ხალხური მუსიკის შემსრულებელ პროფესიონალთა და მოყვარულთა ჯგუფებთან; მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობისა და ეთნოგრაფიული ყოფის ურთიერთკავშირი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში; არის სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიის "ქართული ეთნომუსიკის თეატრი და მისი საწყისები" (2008) ავტორი. გიგი გარაყანიძის ინიციატივით ჩატარდა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული ექსპედიციები იმერეთში (2004, 2005, 2007), სვანეთში (2006), ქართლში (2004, 2010, 2011), კახეთში (2004, 2010), თიანეთში (2007); სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით დაფუძნებულმა "ქართული გალობისა და სიმღერის ფონდმა" დააწესა გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის პრემია, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში გადაეცემა ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის ახალგაზრდა მკვლევრებს; ფონდი "ქართული გალობა" 2016 წლიდან გასცემს ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიურ ერთჯერად სტიპენდიას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის გამორჩეული სტუდენტებისთვის. გიგი გარაყანიძის სახელი მიენიჭა ტრადიციული საერო და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს. ცნობილი ეთნომუსიკოლოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორის ედიშერ გარაყანიძის შვილი, ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი, ეთნომუსიკოლოგი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |