Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე მარკოზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ქ. როსტოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მსენებლის კვალიფიკაცია 1969 წელს. 1965-1967წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №5 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მუშად, შემდეგ მშენებელ ოსტატად; 1968-1971წწ. იყო რკინიგზის ხაზების სამშენებლო №393 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის სამუშაოთა მწარმოებელი; 1972-1981წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მცხეთის სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1982 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №14 სამშენებლო ტრესტის №63 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1983-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის, ჯერ ასფალტობეტონის კომბინატის მთავარ ინჟინრად, შემდეგ ამავე ტრესტის №24 სპეციალიზებული მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1987-1988წწ. იყო სამშენებლო სამმართველო "ალაზანმშენის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); შემდეგ კი რკინიგზის ნეგებობათა მშენებელი №393 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის სამუშაოთა მწარმოებელი; 1989 წლიდან იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟი"-ს დაქვემდებარებაში არსებული კოოპერატივის თავმჯდომარე; 2005-2008წწ. მუშაობდა შპს "პრინცი"-ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; შემდეგ კი შპს "ოაზისი"-ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერია; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა არაერთი სამრეწველო, საბინაო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა. მათ შორის: საშუალო სკოლის შენობის ქ. ხაშურში, კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის კომპლექსის, რკინიგზის სატვირთო სადგურის სოფ. შინდისში, სანატორიუმის ქ. ბორჯომში, ფსიქიატრიული და ტრავმატოლოგიური საავადმყოფოების დ. სურამში, წისქვილკომბინატის ქ. მარნეულში, საცხოვრებელი დასახლებების, აჭარისა და სვანეთის სტიქიით დაზარალებული რაიონების მოსახლეობისათვის, სასულიერო აკადემიის შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოების და სხვა; მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 183-184 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |