The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კაჭარავა

დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1995  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკაჭარავო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიურ ენათა კათედრაზე; 1958 წლიდან მოღვაწეობდა ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ავტორია 2 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც ეძღვნება ქართველოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1994).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.266

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: