The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუკრი მაჭარაშვილი

ნუკრი მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1962 წელს.

1962 წელს მუშაობა დაიწყო ჭიათურის მაღაროთა სამმართველოს ცენტრალური ფაბრიკის მთავარი მექანიკოსის მოადგილედ; 1964-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანმშენი"-ს სამშენებლო სამმართველო "ბინმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1968წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟი"-ს მთავარი ენერგეტიკოსი; 1968-1974წწ. სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "თბილსანტექმონტაჟი"-ს სამუშაოთა მწარმოებელი, საგეგმო განყოფილების უფროსი; 1974-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენო"-ს განყოფილების უფროსად; 1976-1986წწ. ამავე მთავარი სამმართველოს, ჯერ რესპუბლიკური სამმართველო "მრეწვენტილაციის", შემდეგ კი რესპუბლიკურ სამმართველო "თერმოიზოლაციის" უფროსად; 1989-1999წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1999-2007წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი კონსულტანტი სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა: ქ. ჭიათურისა და ნაგუთის საცხოვრებელი დასახლების კომპლექსის მშენებლობა, ქ. რუსთავის აზოტის, მეტალურგიული და ცემენტის ქარხნების სავენტილაციო სისტემების მონტაჟი, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების სავენტილაციო სისტემების მონტაჟი, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თერმოიზოლაციის სისტემების მონტაჟი; აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების სავენტილაციო და თერმოსაიზოლაციო სამუშაოების შესრულება; მათ შორის: ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და საცურაო აუზის სავენტილაციო და თერმოსაიზოლაციო სისტემების მონტაჟი და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 183-184


გააზიარე: