შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კლიმოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისში არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. აქ ის დაეუფლა ქართულს, შეისწავლა მეგრული, ლაზური, სვანური. ამ ენათა მასალას წარმატებით იყენებდა არა მარტო ქართველოლოგიურ ძიებებში, არამედ ზოგად ენათმეცნიერულ კვლევაშიც. მსოფლიო ენათმეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მონოგრაფიები შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის, აქტიური და ერგატიული კონსტრუქციების საკითხებზე. ქართველოლოგიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი მონოგრაფიული ნაშრომები: "Склонение в картвельских языках, в сравнительно-историческом аспекте", М., 1962г.; "Этимологический словарь картвельских языков", М., 1964; "Кавказские языки", М., 1965. რუსი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. რუსი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970). წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.276; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 90 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |