შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რენე ლაფონი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მერინაკი, ბორდოს ახლოს. ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი. ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი (1948), საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1952), ბილბაოს აკადემიის წევრი (1955). 1937 წლიდან იკვლევდა კავკასიურ ენებთან ბასკური ენის ნათესაობის საკითხს. 1944 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ბასკური ზმნის სისტემა მეთექვსმეტე საუკუნეში". ლაფონს 100-ზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის. მან ქართულიდან ფრანგულ ენაზე თარგმნა აკაკი შანიძის "გრამატიკული სუბიექტი ზოგიერთ გარდაუვალ ზმნასთან ქართულში", ვეფხისტყაოსნის ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას "მთის წყარო", აკაკი წერეთლის "სულიკო", ე. წერეთელთან ერთად ირაკლი აბაშიძის "ხმა გოლგოთასთან" და სხვა. სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა რეცენზიები და სტატიები ქართველ მეცნიერთა ნაშრომებზე. 1969 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ქართული ენის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისათვის ლაფონს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.287; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.302; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |