The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა მაჩაიძე

ვაჟა მაჩაიძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალობით.

1966 წლიდან პარალელურად მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-საკვლევ და ექსპერიმენტულ პროექტირების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1973 წლამდე იყო პროექტის მთავარი ინჟინერი; 1973-1995წწ. მუშაობდა "კავსოფლმრეწვმშენსახპროექტში" მთავარ სპეციალისტად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ და ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1978-1980წწ. მივლინებით იმყოფებოდა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში ჰოა-ბინის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისათვის ახალი ქალაქის ჰოა-ბინის პროექტირებაზე; 1988 წელს მივლინებით იმყოფებოდა ნიკარაგუაში ჯგუფის უფროსად, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-ტრაქტორების ტექნიკური მომსახურეობის სადგურის პროექტის შედგენისათვის; 1991-1994წწ. მივლინებული იყო ლიბიის არაბეთის ჯამახირიაში სარწყავი სისტემების პროექტირებაზე; 2003 წლიდან მუშაობს ასოციაცია "ატუ"-ში მთავარ სპეციალისტად; მინაწილეობდა შეკვეთილის 800 ადგილიანი საასტუმროსა და 10000 ადგილიანი საკონცერტო დარბაზის, ბათუმისა და ურეკის დელფინარიუმის პროექტირებაში; ასევე რუსთაველის სახ. დრამატული თეატრის, მარჯანიშვილის სახ. დრამატული თეატრის, გრიბოედოვის სახ. დრამატული თეატრის, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის, პ. ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებაში; მიღებული აქვს მონაწილეობა რაგბის კომპლექსების პროექტირებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 184-185


გააზიარე: