შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაურა გრიგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1957 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამავე უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე; 1970-დან დღემდე ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. პერიოდულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, კულტურის უნუვერსიტეტში; უძღვებოდა სატელევიზიო კურსს აბიტურიენტთათვის ქართულ ლიტერატურაში; მისი სამეცნიერო კვლევისა და ძიების სფეროა, ძირითადად, ძველი ქართული ლიტერატურა. ავტორია მონოგრაფიისა "დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი" (2005); მნიშვნელოვანია მისი თანაავტორობით ანდრია კრიტელის "დიდი კანონის" ქართული თარგმანების გამოცემა (2020); 2018 დაიბეჭდა "ლიტერატურული კონცეპტები და სხვა". ავტორია შრომებისა XIX და XX სს. ქართული ლიტერატურის საკითხებზე. მედიევისტი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |