Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, საღამოს სწავლების სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. 1969-1974წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო მეურნეობის სამმართველოს სისტემაში საექსპლუატაციო უბნის მუშად, ტექდამთვალიერებლად და ინჟინრად; 1974 წლიდან გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს ინჟინერ-ტექზედამხედველად; 1980-1985წწ. ქ. თბილისის, საქალაქო საბჭოს 26 კომისრების სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1986 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის საქარხნო რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მმართველად; 1987 წელს დაინიშნა ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონის სარემონტო-სამშენებლო სამშენებლოს უფროსად; 1995 წლიდან აღნიშნული სამმართველო პრივატიზებულ იქნა და ეწოდა შპს "ბახმარო"; არის შპს "ბახმარო"-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი; თავისი ძირითადი პროფესიული საქმიანობის პარალელურად 1991-2004 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დაფუძნებულ ტელეჟურნალისტთა მუდმივმოქმედ ექსპედიცია "მამულის", ხოლო მოგვიანებით კი რუბრიკა "საქართველო არის ესე"-ს საქმიანობაში; ტელევიზიაში მისი შეთავსებით მუშაობის პერიოდში, ამ რედაქციების მიერ, ორასზე მეტი დოკუმენტური ვიდეოფილმი შეიქმნა, რაშიც განუზომელია მისი წვლილი, როგორც თანაავტორისა და ოპერატორის; განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს მისი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. კერძოდ, მის მიერ მომზადდა და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გადაიცა ხუთასამდე სიუჟეტი სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით; ძალზედ მნიშვნელოვანია მის მიერ მომზადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების ამსახველი ვიდეოფილმები; წლების წინ მან შეაგროვა, კომპაქტ-დისკებზე გადაწერა და მის უწმინდესობას საჩუქრად მიართვა, სხვადასხვა დროს საპატრიარქოს საქმიანობასთან დაკავშირებით მის მიერ გადაღებული 40 საათიანი ვიდეო მასალა, ასევე სამი სპეციალური ფოტოალბომი, რომელშიც მოთავსებულია 700-მდე ექსკლუზიური ფოტოსურათი, რომელთა უმეტესობა საზღვარგარეთის ქვეყნაბში მისი უწმინდესობის ვიზიტებს შეეხება; 2009 წლიდან სრულიად საქართველოს გაზეთ "რეოს" დირექტორია; 2019 წლიდან არჩეულია საქართველოს ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის საპატიო პროფესორად, აკადემიკოსად, ვიცე-პრეზიდენტად; მას აქვს გამოქვეყნებული ოთხი წიგნი; მუშაობს სქელტანიანი წიგნის "დიდებული ადამიანები"-ს მეორე ტომზე; მისი წერილები, სტატიები, მოთხრობები და ნოველები სისტემატიურად ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში და პერიოდულ გამოცემებში; 2001 წლიდან არჩეულ იქნა მგელაძეთა საგვარეულო კავშირის პრეზიდენტად; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი და შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 186-188 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |