Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რიხარდ მეკელაინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არნშტაინი, ბავარია. გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და სლავისტი. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. 1914 წლიდან მუშაობდა ბერლინის სამეფო (1919 წლიდან პრუსიის) სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. 1921 წლიდან ბერლინის უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული, რუსული, პოლონური, სამხრეთ სლავური და ესპანური ენების კურსს. 1922 წელს მისი ინიციატივით ბერლინში შეიქმნა "რუსთაველის საზოგადოება". ამავე წელს დააარსა ჟურნალი "მორგენლანდია ("Morgenland"), რომლის პირველი ნომერიც მთლიანად საქართველოსა და კავკასიას მიეძღვნა. მისივე თაოსნობით შეიქმნა გამომცემლობა "ახლო აღმოსავლეთი", რომელშიც იბეჭდებოდა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობის ამსახველი მასალები. 1919 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი "ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში და პრუსიის წიგნსაცავში არსებული ქართული გრამატიკებისა და ლექსიკონების ბიბლიოგრაფია". მასვე ეკუთვნის "გერმანული ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის" (ბერლინი 1918, 1922, 1931), "ქართულ-გერმანული სიტყვანი" (ბერლინი-ლაიფციგი, 1928), "გერმანულ-ქართული ლექსიკონი" (ნაწ. I, ბერლინი, 1937, ნაწ. 2, ლაიფციგი, 1943). წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.310 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |