The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანასტასია ზუბალაშვილი

ანასტასია ზუბალაშვილი
Other name:ტასო ზუბალაშვილი
Date of birth:15 August, 1915
Date of death:31 October, 2007  (at 92 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Economist, Public Man

Biography

ანასტასია (ტასო) ზუბალაშვილი დაიბადა 1915 წლის 15 აგვისტოს. მდიდარი კომერსანტის, დავით ზუბალაშვილის ქალიშვილი ფუფუნებაში იზრდებოდა; მშობლებისა და გორში მცხოვრები ბებია-ბაბუას ოჯახების თბილ გარემოში ყალიბდებოდა მისი ხასიათი (სათნოება და კეთილშობილება), ადამიანთა სიყვარული დაპატივისცემა...მშობლების წყალობით, ტასო ბავშვობიდანვე ტრიალებდა მაღალ საზოგადოებაში, იცნობდა მაშინდელი თბილისის წარჩინებულ ოჯახებს, ისმენდა მათი წინაპრების მოღვაწეობა-დამსახურების შესახებ და თავადაც ოცნებობდა მიებაძა მათთვის ქველმოქმედებაში, მისი ნათლიები იყვნენ საქართველოს ტახტისემკვიდრე გიორგი ბაგრატიონი და მისი მეუღლე ელენე ზლატინსკაია. მშობლებმა ქალიშვილის აღსაზრდელად მოიწვიეს გერმანელი აღმზრდელი ფროილაინ ოტილია, რომელიც ბავშვს ასწავლიდა უცხო ენებს, ასევე ხელსაქმეს. 1921 წლის თებერვლის ბოლოს მილიონერის ქალიშვილის ზღაპრული, ულამაზესი ბავშვობა სრულიად მოულოდნელად შეცვალა მწარე სინამდვილემ (შიშმა, სიღარიბემ, საზოგადოების მხრიდან კრიტიკულმა დამოკიდებულებამ), მაგრამ მან მაინც შეძლო კარგი განათლების მიღება, თბილისში დაამთავრა რუსული სკოლა, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი (მამის სურვილის მიხედვით) და სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი (დედას გაუწია ანგარიში). ტასოს ერთხანს სამსახურიც დაუწყია, აპირებდა სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ მალე გათხოვდა და შემდეგ აღარსად უმუშავია. მისი მეუღლე - ვიქტორ კოკოჩაშვილი იყო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე, უნიკალური განათლების მქონე პიროვნება და გამორჩეული მამულიშვილი. ტასო ზუბალაშვილი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ფხიზელ დარაჯად ედგა წინაპართა ხსოვნას; საინტერესო მოგონებებით წარმოაჩენდა ერისა და ქვეყნის წინაშე მამა-პაპათა უდიდეს ღვაწლს (რაც, სამწუხაროდ, მაშინ ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმიდან გამომდინარე თითქმის მივიწყებული იყო); სიამაყით ჰყვებოდა ზუბალაშვილთა გვარის სახელოვანი ცხოვრების ეპიზოდებს, მათი ქველმოქმედების ცალკეულ ფაქტებს,  მისი მოგონებები 1980 წლის შემდეგ სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ზუბალაშვილების შთამომავალი. 

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.185-189 (dspace.nplg.gov.ge)


Share: