The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ მებურიშვილი

ნუგზარ მებურიშვილი
Date of birth:28 February, 1954  (71 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1977 წელს.

1977-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №4 სამშენებლო სამმართველოში, ინჟინერ-დისპეტჩერად, უსაფრთხოების ინჟინრად, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1986-1992წწ. იყო ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1992-1994წწ. იყო სააქციონერო საზოგადოება "ქუთმშენი"-ს დაქვემდებარებაში არსებული "ქუთმშენ-4"-ის დირექტორის მოადგილე; 1994-1996წწ. მისი დირექტორი; 2003-2008წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში სამშენებლო კომპანია ""მინსკაია-2"-ის სამშენებლო წარმოების უფროსად; 2009 წლიდან მუშაობს კომპანია "ბკ ქონსტრაქშენში" სამშენებლო წარმოების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოს რაიონებში განხორციელებულია მრავალი საცხოვრებელი სახლის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა. ასევე ქ. თბილისში: სს "საქართველოს ბანკის" ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, "ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის" მშენებლობა მახათას მთაზე, სავაჭრო კომპლექსი "სითი მოლი"-ს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სხვა; საქართველოს მწერალთა კავშირისა და ხელოვანთა "ოქროს ფონდი"-ს მიერ ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისათვის მინიჭებული აქვს "ქართული კულტურის ამაგდარი"-ს საპატიო წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 188-189

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
    მრავალწლიანი წარმატებული შრომით საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Share: