The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდრიხ კარლ ნაისერი

Date of birth:6 January, 1909  (116 years)
Date of death:19??
Category:Linguist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ვენა (ავსტრია).

ავსტრიელი ენათმეცნიერი. სწავლობდა ვენის ერთ-ერთ რეალურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, სწავლა განაგრძო ვენის უნივერსიტეტში. ეუფლებოდა ანგლისტიკასა და ამერიკანისტიკას, ისმენდა ლექციებს სირიულის, ხეთურისა და აფრიკული ენების შესახებ. მალე შეუდგა კავკასიური ენების, უწინარეს ყოვლისა, ქართულის შესწავლას. 1936 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "შტუდიები ქართული სიტყვაწარმოებისათვის" ("Studien zur georgischen Worbildung"). ამ დროიდან იგი ქართველ ენათმეცნიერთა ყურადღებას იქცევდა (ცნობილია მისი კონტაქტები ა. შანიძესთან). მისი დისერტაცია (რ. ბლაიხშტაინერის წინასიტყვაობით) წიგნად გამოსცა 1953 წელს გ. დეეტერსმა და იგი მაშინვე აღიარეს ქართველ ენათმეცნიერთა წრეებში. გაჩნდა ამ ნაშრომის ქართულად თარგმნის იდეა (გ. მაჭავარიანი).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.342

Bibliography


Share: