Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თავდგირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიქოზი, გორის რაიონი. სცენაზე პირველად გამოვიდა 1909 წელს, ს. ივანიძის ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლში, ასრულებდა ნიკო ბერდიაშვილის როლს. 1909-1915 წლებში მუშაობდა ავლაბრის სახალხო თეატრში, 1915-1926 წლებში იყო სახალხო სახლის მსახიობი, 1924-1925 წლებში ხელმძღვანელობდა ტრამვაის მუშათა კლუბის დრამწრეს, შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დათო ("ღალატი"), ლევან ხიმშიაშვილი ("სამშობლო"), პერტი ("იმედის" დაღუპვა"), მილოვზოროვი ("უდანაშაულოდ დასჯილნი") და სხვ. კინოში შესრულებული აქვს პოლისმენის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე". საზოგადოებრივ-სამეურნეო სამუშაოზე გადასვლის გამო სცენას ჩამოშორდა, იყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის კავშირის თავმჯდომარე. სცენის მოყვარული, სახალხო თეატრის მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.251
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |