The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნეიმანი

ალექსანდრე ნეიმანი
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1967  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1902 წელს.

მუშაობა დაიწყო ხაშურის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1919-1921წწ. იყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსების ინსპექტორი და რუსული ენის მასწავლებელი; 1933-1936წწ. ითვლებოდა ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის რედაქციის სწავლულ მდივნად და მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული რუსულ-ქართული ლექსიკონის (1937) შედგენაში; 1938-1960წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ქართული ენის, ქართული და რუსული ლიტერატურის ისტორიას, ქართული თეატრის საკითხებს. მისი ფუნდამენტური შრომაა "ქართულ სინონიმთა ლექსიკონი" (პირველი გამოცემა 1951 წელს), რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მან თარგმნა რუსულად ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, შ. დადიანის, ე. ზედგენიძისა და სხვათა ნაწარმოებები, აგრეთვე ზ. ფალიაშვილის, შ. მშველიძისა და სხვა ქართველ კომპოზიტორთა ოპერების, არიების, რომანსების, სიმღერების ლიბრეტოები და ტექსტები; რუსულიდან ქართულად თარგმნა უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოები, ასევე საოპერო ლიბრეტოები, ფ. შილერის ოდა "სიხარულს" და სხვ. ახალგაზრდობაში წლების მანძილზე მუშაობდა ავჭალის სცენისმოყვარე მუშათა კლუბში და სახალხო სახლში ქართული თეატრის ისეთ მოღვაწეებთან ერთად, როგორებიც იყვნენ, ვ. აბაშიძე, მ. საფაროვა-აბაშიძისა, ა. იმედაშვილი, ა. წუწუნავა, შ. დადიანი, ი. გრიშაშვილი, ვ. ნინიძე, ი. ზურაბიშვილი და სხვ.  შესრულებული აქვს 40-მდე სახასიათო როლი პიესებში; შექმნა რამდენიმე შთამბეჭდავი სახე ქართულ ფილმებში. ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, პედაგოგი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: