შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მელქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვებულ იქნა ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე ასისტენტად; 1983-1986წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი; 1987 წელს ლითონის კონსტრუქციების კათედრაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1987-1990წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში ძალოვანი (კოსმოსური) სამშენებლო ელემენტების განყოფილების უფროსად; 1990-1992წწ. იყო ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრის პედაგოგი; 1992-1997წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონკონსტრუქციების კათედრაზე დოცენტ-პედაგოგად; ამავე პერიოდში, შეთავსებით მუშაობდა საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს რესპუბლიკურ რადიო-სატელევიზიო გადამცემ ცენტრში უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად; 1997 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 1997-2018წწ. პარალელურად, შეთავსებით, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საფრთხეების პრევენციისა და დაგეგმარების სამსახურის უფროსად; ავტორია 43 სხვადასხვა პუბლიკაციისა და 9 გამოგონების; გამოცემუი აქვს სახელმძღვანელო, ერთი მონოგრაფია და ერთი მეთოდური მითითებები; მრავალწლიანი პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 192 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |