The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მერკვილაძე

გივი მერკვილაძე
სხვა სახელი:გია მერკვილაძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1976-2000წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მექანიკური ქარხნის დირექტორად; 2001-2006წწ. იყო სამედიცინო კლინიკა "მედი"-ს მთავარი ინჟინერი, განაგებდა სამშენებლო და ექსპლუატაციის საკითხებს; 2006-2012წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; 2013 წლიდან მუშაობს შპს "იმკ+"-ში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი სამრეწველო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: №3 ღვინის ქარხნის, ქ. თბილისში, მცხეთის ბიოკომბინატის კომპლექსის, №1 საშუალო სკოლის (გიმნაზიის) აღდგენა-რეკონსტრუქცია და სახვითი ხელოვნების მუზეუმის ქ. თბილისში, საცხოვრებელი სახლების ზაჰესის დასახლებაში და ქ. თბილისში, კონიაკის ქარხნის ახალი კორპუსის, სტომატოლოგიურ ცენტრ "მედი"-ს ქ. სანკტ-პეტერბურგში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 193-194


გააზიარე: